понедельник, 19 апреля 2010 г.

"მეწყერი სოფელ ქემფერში"

პროექტის სახელი : "მეწყერი სოფელ ქემფერში"
პროექტის მოკლე აღწერა :აღნიშნულთემაზე მასალის მოპოვეება, დამუშავება და პრობლემის შესწაავლ.।ბუნებრიბი და ანთროპოგენური სტიქიის ანალიზი. პროექტზე მუშაობის უნარის განვიტარება.
პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად და ახდენს მოვალეობის გადანაწილებას. I ჯგუფი სხვადასხვა წყაროებიდან (სამეცნიერო ლიტერატურა, პერიოდული გამოცემა, საინფორმაციო საშუალებები) აგროვებს ინფორმაციას აღნიშნული საკითხის შესახებ. აანალიზებს ადამიანის საქმიანობისა და ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოქმნილ სტიქიურ პრობლემას. ვინაიდან სოფელ ქემფერში არსებული მეწყერი სავარაუდოდ გამოწვეულია ახლომდებარე სილის კარიერის არსებობის შედეგად. აღნიშნულ პრობლემებს უკავ შირებენ დღეს მსოფლიოში მიმდინარე სტიქიურ კატაკლიზმებს. სვამენ კითხვებს: "რა არის მეწყერი?", "რა იწვევს მეწყერს?", "რა ვიცით ცნობილი მეწყერების შესახებ?", "როგორ ზემოქმედებს მეწყერი გარემოზე?", "რა არის ძირითადი საფრთხეები მეწყერის წარმოქმნისას?".
IIჯგუფი – საკვლევი მიზნიდან გამომდინარე, შესაბამისი სამეცნიერო ორგანიზაციიდან მოიპოვებენ სასურველ ინფორმაციას და იღებენ შესაბამის კონსულტაციებს. შეარჩევენ და სწავლობენ თეორიულ და ვიზუალურ მასალებს და მეთოლოგიის საფუძველზე გეგმავენ სავეელე სამუშაოებს. აღნიშნული ჯგუფი მიდის სტიქიის ადგილზე და აგროვებენ ფოტოებს, ადგილობრიბი მოსახლეობიდან იღებენ ინტეერვიუს.
IIIჯგუფი – საველე პირობებისა და არსებულ ინფორმაციებს ამუშავებს და ადგენს ცხრილებს, რუკებს. არსებულ მასალას ისტ– ის დამოყენებით ინახავს, შემდგომში შედეგის სხვებისათვის მიწოდების მიზნით.
მონაწილეთა ასაკი: 15წელი
ვადები/ხანგრძლივობა: სამი კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები: გონებრივი იერიში, დისკუსია, პრეზენტაცია, ელ.ვერსიის შექმნა, ჯგუფური მუშაობა, საველე სამუშაოები.
მოსალოდნელი შედეგები: შედეგი მიღწეულია თუ მოსწაავლეებმა შეძლეს ისეთი უნარ –ჩვევების გამომუშავება, როგორიცაა: გეოგრაფიული პროგნოზირება, პრობლემის აღქმა და შერჩევა, დაკვირვება, ჰიპოთეზის წამოყენება, გეოგრაფიული თემების სტრუქტურული ორგანიზაცია, პრობლემის გადაჭრა.
სარგებელი სხვებისათვის: შექმნილი მასალა განთავსდება ინტერნერში. ერთი შეხედვით ეს
პატარა სოფელი თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ მას დიდი დატვირთვა აქვს. არის ერთერთი ვერსია, რომ ამ სოფელზე გაიაროს ავტობანის მშენებლობამ, რასაც ხელს შეუშლის აღნიშნული სტიქია. გასათვალისწინებელია ისიც რომ, ბუნების დაცვის ორგანიზაციებმა არ მისცონ უფლება სახელმწიფო სტრუქტურებს თუ კერძოო კომპანიებს ასეთ ტერიტორიებზე კვლავ ისეტი ტიპის მრეწველობა განავიტარონ, რაც უფრო გაამწვწვებს ვითარებას.
სამუშაო ენა: ქართული
მონაქილეები სხვა სკოლიდან:
საგნები/საგნობრივ ჯგუფთან/: გეოგრაფია–ისტ–ი
პროექტის ფასილიტატორი: რუსუდან ლიმიძე
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: rusudanlomidze4



Комментариев нет:

Отправить комментарий